"ცრვენა ზვეზდამ" "მეგა ბემაქსი" გააჩერა, ბითაძე - ვერა

AutoSharing Option
ადრიატიკის ლიგაზე მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძემ.

ბითაძის "მეგა ბემაქსი" ერთპიროვნულ ლიდერ "ცრვენა ზვეზდასთან" 68:78 კი დამარცხდა, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენებური პარკეტზე საუკეთესო იყო.

მან 32:29 წუთში 23 ქულა ჩააგდო (11-დან 7 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 6-ჯერ მოხსნა ბურთი და 25-ანი კოეფიციენტით შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

გოგას შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი არმიელთა ბერძენ კალათბურთელს სტრატოს პერპეროღლუს ჰქონდა - 17 ქულა და 17-იანი სარგებლიანობის კოეფიციენტი.

"ცრვენა ზვეზდამ" თერთმეტივე მატჩი მოიგო, "მეგა ბემაქსი" კი 7 მოგებით მეოთხე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს ბიჭი 2019 წლის NBA დრაფტზე პირველ 30-ეულში შევა. ანუ პირველ რაუნდშივე აირჩევენ
Niko
03:00 16-12-2018
0
გოგამ ასეთი პროგრესი თუ გააგრძელა ნბა ში მონსტრი გვეყოლება მალე :დ
ლევანი
13:42 16-12-2018
0

სიახლეები პოპულარული