"ზაზამ მთხოვა ეს თქვენთვის მეჩვენებინა" - როგორ გაეხუმრა ფაჩულია კევინ დურანტს

AutoSharing Option
18 დეკემბრის ღამით "გოლდენ სტეიტმა" "მემფისი" 110:93 დაამარცხა, მატჩში 20 ქულა მიითვალა მოქმედი ჩემპიონის ყოფილმა და "მემფისის" ამჟამინდელმა მცირე ფორვარდმა ომრი კასპიმ.

ეს საუკეთესო შედეგი იყო კევინ დურანტის შემდეგ, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო, 20 ქულა ჰქონდა სტეფ კარისაც.

"გოლდენ სტეიტის" 35-ე ნომერმა შეხვედრის შემდეგ Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მას ზაზა ფაჩულია დასცინის.

"ზაზას სურდა ეს თქვენთვის მეჩვენებინა" - წერს დურანტი სოციალურ ქსელში.


Sportall.Ge

ზაზა: ვნახე, რომ ომრიმ ტრ***ზე მოგსვათ, 20 ქულა 21 წუთში.
დურანტი: ჰა, ჰა.
ზაზა: თუ გინდა ეს Instagram-ზე
გამოაქვეყნე.
დურანტი: ასეც მოვიქცევი.

ზაზა ფაჩულია და კევინ დურანტი თანაგუნდელები ორი წლის განმავლობაში იყვნენ, მათ ერთად NBA-ის ჩემპიონობა ორჯერ იზეიმეს.

altზაზა ფაჩულიამ კევინ დურანტს დაბადების დღე 2 თვის დაგვიანებით მიულოცა - ყოფილი თანაგუნდელის პასუხი

მკითხველის კომენტარები / 1 /
ოხუნჯობა
emba
12:26 19-12-2018
0

სიახლეები პოპულარული