19 დეკემბერს, ევროთასის მე-10 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" საკუთარ მოედანზე 89:68 დაამარცხა ტურინის "ფიატი".
აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი სტუმრებმა 4 ქულით მოიგეს, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა იძალეს და დამაჯერებლად გაიმარჯვეს.
შერმადინმა 18:00 წუთში 9 ქულა ჩააგდო (6-დან 3 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 6-ჯერ მოხსნა და ერთხელ დაკარგა ბურთი.
"უნიკახამ" ჯგუფური ეტაპი 8 მოგებით მეორე ადგილზე დაასრულა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. პირველი ადგილი კი 9 მოგებით კაზანის "უნიკსმა" დაიკავა.