22 დეკემბერს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" სტუმრად "შარლოტს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 86:98 დამარცხდა.
ქართველმა ცენტრმა ცენტრმა თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და საერთო ჯამში პარკეტზე 4:44 წუთი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ მხოლოდ 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 24 ქულა მასპინძლეთან კალათბურთელმა მარვინ უილიამსმა ჩააგდო. კემბა უოლკერი კი თანაგუნდელს 22 ქულით მიეხმარა.
"დეტროიტიდან" ყველაზე მეტი 23 ქულა ბლეიკ გრიფინმა ჩააგდო, ანდრე დრამონდმა კი 17 ქულა და 16 მოხსნა მაგროვა.
ამ წაგების შემდეგ "დეტროიტს" აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 მოგებითა და 15 მარცხით მე-7 პოზიციაზე იმყოფება.
მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 24 დეკემბერს შინ ჩვენი დროით 01:00 საათზე "ატლანტასთან" გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ლეიკერსი-ნიუ ორლეანი 112:104
პორტლენდი-იუტა 90:120
საკრამენტო-მემფისი 102:99
სან ანტონიო-მინესოტა 124:98
ბოსტონი-მილუოკი 107:120
ჩიკაგო-ორლანდო 90:80
ბრუკლინი-ინდიანა 106:114
ნიუ ირკი-ატლანტა 107:114
შარლოტი-დეტროიტი 98:86
ტორონტო-კლივლენდი 126:110