"დეტროიტმა" "ვაშინგტონი" დაამარცხა - ზაზა ფაჩულიამ 5 ქულა ჩააგდო და სამქულიანიც ისროლა [VIDEO]

AutoSharing Option
27 დეკემბერს, გვიან ღამით ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" სახლში "ვაშინგტონი" მიიღო და 106:95 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სათადარიგო იყო და ჯამში პარკეტზე 12:42 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულას, 2 პასს და 5 მოხსნას მოუყარა თავი.

ვეტერანმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ კი სამქულიანიც ისროლა, თუმცა მიზანში ვერ მოარტყა.


მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბლეიკ გრიფინი გახდა, მან 34:14 წუთში 23 ქულა, 6 პასი და 9 მოხსნა დააგროვა.

სტუმართაგან საუკეთესო შედეგი კი ბრედლი ბილს ჰქონდა, რომლის ანგარიშზეც 21 ქულა 1 პასი და 4 მოხსნაა.


ამ გამარჯვების შემდეგ "პისტონსს" ბალანსი 16-16-ზე აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციას იკავებს.

ზაზა ფაჩულიას გუნდი შემდეგ შეხვედრას "ინდიანასთან" 29 დეკემბერს, ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.

altლებრონიდან ზაზამდე - 2003 წლის დრაფტის "გადარჩენილების" საერთო გამოცდილება

altWashington Post: ზაზა ფაჩულიას NBA-ის რეკორდი ეკუთვნის, 31 სამქულიანი ისროლა და ვერცერთი ჩააგდო

მკითხველის კომენტარები / 5 /
თქვე წარუმატებელო ცინიკოსებო, იმის მაგივრად რომ უგულშემატკივროთ, დგეხართ და აფრქვევთ ინიჭო ხუმრობებს. ზაზა შევა საქართველოს სპორტის ისტორიაში როგორც ყველა დროის ერთ-ერთი წარმატებული სპორტსმენი.
გიორგი
17:36 27-12-2018
1
ეს უმუშევარი ლუზერი ხალხი რა დამცინავ კომენტარებს წერთ ენბიეის ორგზის და ყველა დროის საუკეთესო საკალათბურთო გუნდის სასტარტო ცენტრზე. გრცხვენოდეთ! :))
Niko
16:47 27-12-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული