გოგა ბითაძემ ევროლიგაზე სადებიუტო მატჩში 17 ქულა ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 დეკემბერს, ევროლიგაზე გოგა ბითაძის დებიუტი შედგა - მისი ახალი გუნდი "ბუდუჩნოსტი" მე-15 ტურში მიუნხენში (მატჩს 6 700 მაყურებელი დაესწრო) "ბაიერნთან" 88:93 დამარცხდა.

არადა, პოდგორიცული გუნდი მეორე მეოთხედში 38:21-ს იგებდა, მაგრამ მოპოვებული ფორა შესვენების შემდეგ დაკარგა.

ბითაძემ 23:14 წუთში 17 ქულა ჩააგდო (9-დან 5 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 9-დან 7 საჯარიმო), 7-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა ბურთი, 4-ჯერ დაუფარა მეტოქეს, მასზე 7-ჯერ დაჯარიმდნენ და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 22 იყო.

გოგამ კარგა ხანი 4 ფოლით დატვირთულმა ითამაშა, თორემ უფრო შედეგიანი იქნებოდა, მე-5
პერსონალური კი შეხვედრის დასასრულს მიიღო.

"ბუდუჩნოსტი" 3 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა და 3 იანვარს სტუმრად "მილანს" შეხვდება, იქამდე კი 30 დეკემბერს ბელგრადში ადრიატიკის ლიგაზე "ცრვენა ზვეზდას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
გოგა მაგარი ხარ ასე გააგრძელე
irakli
00:18 30-12-2018
0
ძალიან მინდა გოგამ დიდ წარმატებას მიაღწიოს,როგორც ევროლიგაზე ასევე ნბა-ში,მინდა ლებრონ ჯეიმსზე მაგარი გახდეს,ეს იქნება ძალიან დიდი სიხარული ჩემთვის და დარწმუნებული ვარ თითოეული ქართველისთვის,მაგრამ არსებობს კითხვები,რომელსაც ვერ გავექცევით:მოდით შევთანხმდეთ,რომ მთავალი მაინც შედეგია,ამ მატჩის წაგება გაცილებით ძნელი იყო ვიდრე მოგება და რომ წააგეს ასეთი მატჩი ძალიან ცუდია,ასევე ბევრ მომენტებში გოგას ხელი უკანკალებდა,მას გაცილებით მეტი ქულები უნდა დაეგროვებინნა ვიდრე დააგროვა,მოდი მივაწეროთ ეს ყველაფერი დებიუტს,მაგრამ მოდით დაველოდოთ მის მომავალს,თუ როგორი იქნება ის,ე.ი. ჯერ გადავხტეთ და ჰოპა მერე დავიძახოთ,ჯერ ადრეა ასეთი ქება დიდება.ვუსურვებ გოგას კიდევ ერთხელ დიდ წარმატებებს და სწორი დასკვნები გაეკეთებინოს და ის სუსტი მხარეები,რომლებიც მას აქვს გამოეწორებინოს,წარმატებები გოგა.
roma
14:54 29-12-2018
1

სიახლეები პოპულარული