გოგა ბითაძემ ევროლიგაზე სადებიუტო მატჩში 17 ქულა ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 დეკემბერს, ევროლიგაზე გოგა ბითაძის დებიუტი შედგა - მისი ახალი გუნდი "ბუდუჩნოსტი" მე-15 ტურში მიუნხენში (მატჩს 6 700 მაყურებელი დაესწრო) "ბაიერნთან" 88:93 დამარცხდა.

არადა, პოდგორიცული გუნდი მეორე მეოთხედში 38:21-ს იგებდა, მაგრამ მოპოვებული ფორა შესვენების შემდეგ დაკარგა.

ბითაძემ 23:14 წუთში 17 ქულა ჩააგდო (9-დან 5 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 9-დან 7 საჯარიმო), 7-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა ბურთი, 4-ჯერ დაუფარა მეტოქეს, მასზე 7-ჯერ დაჯარიმდნენ და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 22 იყო.

გოგამ კარგა ხანი 4 ფოლით დატვირთულმა ითამაშა, თორემ უფრო შედეგიანი იქნებოდა, მე-5
პერსონალური კი შეხვედრის დასასრულს მიიღო.

"ბუდუჩნოსტი" 3 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა და 3 იანვარს სტუმრად "მილანს" შეხვდება, იქამდე კი 30 დეკემბერს ბელგრადში ადრიატიკის ლიგაზე "ცრვენა ზვეზდას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
უჭკვიანესი და საოცრად ენერგიული ბიჭია.მაგარი ტალანტი გვეზრდება და იმედია ესე გააგრძელებს.წარმატებები გოგას!
დდდ
03:00 29-12-2018
4
4 დაფარება ძალიან მაგარია და ეს გოგასთვის ნორმაა
მინდია
10:34 29-12-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული