ევროლიგამ მე-15 ტურში გოგა ბითაძის თამაში გამოარჩია.
ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა "ბუდუშნოსტის" შემადგენლობაში "ბაიერნთან" სადებიუტო შეხვედრაში შესანიშნავი დაფარება განახორციელა, რაც ევროლიგამ ტურის საუკეთესო ბლოკად აღიარა.
შეგახსენებთ, რომ ბითაძის "ბუდუჩნოსტი" სტუმრად "ბაიერნთან" 88:93 დამარცხდა, ხოლო ქართველმა ცენტრმა 17 ქულა ჩააგდო.