ლიგა ენდესას მე-14 ტურში ბექა ბურჯანაძის "გიპუსკოა" საკუთარ მოედანზე 80:94 დამარცხდა გიორგი შერმადინის "უნიკახასთან".
ჩვენებურები ამ მატჩში კარგად გაისარჯნენ.
ბურჯანაძემ 23:29 წუთში 15 ქულა ჩააგდო (9-დან 6 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 4-ჯერ მოხსნა ბურთი და სარგებლოანობის 15-იანი კოეფიციენტით თავის გუნდში ბლაგოტა სეკულიჩთან ერთად საუკეთესო იყო.
შერმადინმა 25:02 წუთში 14 ქულა ჩააგდო (5-დან 4 ორქულიანი, 7-დან 6 საჯარიმო), 6-ჯერ მოხსნა ბურთი და 19-იანი კოეფიციენტით თანაგუნდელ ბრიან რობერტსთან ერთად მატჩის MVP გახდა.
"გიპუსკოა" 3 მოგებით უკანასკნელ, მეთვრამეტე ადგილზეა, ხოლო "უნიკახა"
10 მოგებით მეოთხეზე.