Nbadraft.net: ბითაძე მთელი სეზონი მხეცი იყო - თუ ასე გააგრძელა, დრაფტზე არჩევა გარანტირებული აქვს

AutoSharing Option
პორტალი Nbadraft.net-ი აღნიშნავს, რომ ლუკა დონჩიჩი საერთაშორისო კლასის კალათბურთელია, მისი პერსპექტივის მქონე მოთამაშე ევროპაში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში არ ყოფილა და ამ სეზონში ასეთი გამოკვეთილი ლიდერი ბებერ კონტინენტზე არ არის. შემდეგ ახასიათებს იმათ, ვინც პროგრესირებს, ადგილზე გაიყინა და რეგრესს განიცდის. სასიხარულოა, რომ პირველ კატეგორიაში პირველ ნომრად ქართველი ცენტრი გოგა ბითაძეა მოხსენიებული.

"მთელი სეზონი მხეცი იყო. დიდი სათამაშო დრო ეძლეოდა და არსებითი როლი ითამაშა "მეგა ბემაქსში". ქართველი ადრიატიკის ლიგაში დომინირებდა - საშუალოდ 20.2 ქულა, 7.9 მოხსნა და 2.5 დაფარება მატჩში! საგრძნობლად
მოუმატა ათლეტურობის მხრივ და გააფართოვა ტყორცნათა დიაპაზონი, კარგად უტევს პერიმეტრიდან და ძალიან მოძრავია.

ის ფაქტი, რაც ყოფილ გუნდში, "მეგა ბემაქსში" გააკეთა, დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს, რომ ამ გუნდის წარმატებას განაპირობებდა. ახლა საკითხავია, როგორ წარმოაჩენს თავს "ბუდუჩნოსტის" შემადგენლობაში ევროლიგაზე. თუ იქაც პრუდუქტიული იქნება, უდავოა, ნბა-ს დრაფტზე როგორც მინიმუმ პირველი რაუნდის ბოლოსკენ არჩევა გარანტირებული აქვს", - წერს საიტი.

ეს წერილი გოგას "ბაიერნთან" მატჩამდე დაიწერა და ამ შეხვედრაში მან 23:14 წუთში 17 ქულა ჩააგდო (9-დან 5 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 9-დან 7 საჯარიმო), 7-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა ბურთი, 4-ჯერ დაუფარა მეტოქეს, მასზე 7-ჯერ დაჯარიმდნენ და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 22 იყო.

ევროლიგამ ბითაძის დაფარება მე-15 ტურის საუკეთესო ბლოკად აღიარა.

altWeballin.net: გოგა ბითაძე დრაფტზე მე-14 ნომერი იქნება და "სან ანტონიო" აიყვანს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული