ბითაძის "ბუდუჩნოსტი" "ცრვენა ზვეზდასთან" ბოლო მეოთხედში გატყდა

AutoSharing Option
30 დეკემბერს, ადრიატიკის ლიგის მე-14 ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" ბელგრადში 72:86 დამარცხდა გათამაშების ლიდერ "ცრვენა ზვეზდასთან".

მონტენოგრეულმა გუნდმა მეტოქეს სამი მეოთხედის განმავლობაში მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, დასკვნითი პერიოდის წინ ანგარიში 63:63 იყო, მაგრამ ბოლოს მასპინძლებმა კლასის ხარჯზე იმარჯვეს.

ბითაძემ 19:46 წუთში 12 ქულა ჩააგდო (4-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 3-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა, ერთხელ დაკარგა ბურთი, სამჯერ დაუფარა მეტოქეს და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 15 იყო.

"ბუდუჩნოსტი" 8 მოგებით მე-3 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
აი ეხლა კი კაცი ხარ კაცური ბლანჟე რომ მოიცილე.
ჯიქია
08:33 31-12-2018
0
დაფარება არ აკმარა, დასცინა... ერთი პანჩური არ ამოურტყია, სხვანაირად ყველანაირად დაამცირა, ფიზიკურად და მორალურად მიწასთან გაასწორა მოწინააღმდეგე :)
ლუკა
02:02 31-12-2018
1

სიახლეები პოპულარული