30 დეკემბერს, ადრიატიკის ლიგის მე-14 ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" ბელგრადში 72:86 დამარცხდა გათამაშების ლიდერ "ცრვენა ზვეზდასთან".
მონტენოგრეულმა გუნდმა მეტოქეს სამი მეოთხედის განმავლობაში მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, დასკვნითი პერიოდის წინ ანგარიში 63:63 იყო, მაგრამ ბოლოს მასპინძლებმა კლასის ხარჯზე იმარჯვეს.
ბითაძემ 19:46 წუთში 12 ქულა ჩააგდო (4-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 3-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა, ერთხელ დაკარგა ბურთი, სამჯერ დაუფარა მეტოქეს და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 15 იყო.
"ბუდუჩნოსტი" 8 მოგებით მე-3 ადგილზეა.