სანდრო მამუკელაშვილის 5 ქულა - "სეტონ ჰოლი" ერთქულიანი სხვაობით დამარცხდა

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" დასანანი მარცხი განიცადა. "მეკობრეები" გასვლაზე შეხვდნენ Big East-ის კონფერენციის ერთ-ერთ მოწინავე გუნდ "დე პოლს" და 74:75 წააგეს. ქართველ ფორვარდს შეეძლო, მატჩის გმირი გამხდარიყო, თუმცა საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე ნასროლი მისი სამქულიანი კალათში არ ჩაეშვა.

მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 27 წუთში 5 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. სანდრომ 6-დამ 1 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო. საუკეთესო მაილს პოუელი გახდა, რომელმაც 16 ქულა მიითვალა.

2 მოგებითა და 1 მარცხით "სეტონ ჰოლი"
Big East-ის კონფერენციაში მე-2-მე-3 ადგილებს "სეინთ ჯონსთან" იყოფს. მომდევნო მატჩი "მეკობრეებს" შინ, 10 იანვარს, "ბუტლერთან" ელის.

altამერიკის სტუდენტურ ლიგაში სადებიუტო მატჩში ვილი ისიანმა სამი სამქულიანი ჩააგდო


მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული