ადრიატიკის ლიგის საიტმა მე-14 ტურში "ბუდუჩნოსტის" ცენტრის გოგა ბითაძის დანქი საუკეთესო მომენტთა შორის დაასახელა.
ბითაძემ "იგოკეასთან" მატჩში ბურთი ჩაჭრა, მთელი მოედანი გაირბინა და ეფექტურად ჩატენა.
მან ამ შეხვედრაში 23:19 წუთში 12 ქულა ჩააგდო (5-დან 4 ორქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო), 3-ჯერ მოხსნა, 3-ჯერ ჩაჭრა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ერთხელ დაუფარა მეტოქეს და მოედანი 5 პერსონალური შენიშვნის გამო დატოვა.