საქართველოს ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა, 35 წლის ნიკა ცქიტიშვილმა გუნდი გამოიცვალა.
ის ლიბანის "ბიბლოსიდან" ამავე ქვეყნის მეორე გუნდში, "ბეირუთში" გადავიდა.
"მოხარული ვარ, რომ "ბეირუთს" შევუერთდი. ახალი გუნდი, ახალი თავგადასავალი, ახალი მიზანი! ჩემი მხრიდან მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ გუნდს მიზნების მიღწევაში დავეხმარო.
მიხარია, რომ კვლავ მიწევს ლიბანში დაბრუნება. ბეირუთი ხომ ჩემი მეორე სახლია. იქაურობა ყოველთვის თბილად მახსენდება", - დაწერა ნიკამ ფეისბუქზე.
მიხარია, რომ კვლავ მიწევს ლიბანში დაბრუნება. ბეირუთი ხომ ჩემი მეორე სახლია. იქაურობა ყოველთვის თბილად მახსენდება", - დაწერა ნიკამ ფეისბუქზე.