9 იანვარს, ევროლიგის მე-17 ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" თელ-ავივში "მაკაბისთან" 76:81 დამარცხდა.
"ბუდუჩნოსტი" მესამე მეოთხედის შემდეგ 1 ქულით იყო წინ, მაგრამ დასკვნითი პერიოდი მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს და გაიმარჯვეს.
ბითაძემ 23:25 წუთში 8 ქულა (5-დან 4 ორქულიანი, 2-დან 0 საჯარიმო), 8 მოხსნა, 2 გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 15 იყო.
გოგამ მოედანი 5 პერსონალური შენიშვნის გამო მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე დატოვა, თორემ შეიძლებოდა მისი გუნდი არც დამარცხებულიყო. საერთოდ, რაც ახალ გუნდში გადავიდა, ხშირად იღებს ფოლებს და
ეს კომპონენტი გამოსასწორებელი აქვს.
"ბუდუჩნოსტი" 3 მოგებით ისევ ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა და 11 იანვარს "დარუშაფაკას" უმასპინძლებს.