სანდრო მამუკელაშვილმა "მარკეტს" 13 ქულა ჩაუგდო - მისი გუნდი კი დამარცხდა

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მე-5 საკონფერენციო მატჩი გამართა და მეორე მარცხი განიცადა. "მეკობრეები" სტუმრად "მარკეტს" შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 66:70 დამარცხდნენ.

ქართველი ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და თანაგუნდელ მაილს პოუელთან ერთად მოედანზე ყველაზე მეტი – 36 წუთი გაატარა. მამუკელაშვილი შედეგიანობით მხოლოდ პოუელს ჩამორჩა. ეს უკანასკნელი ყველა მატჩში ბომბარდირია და ასე იყო "მარკეტთანაც", რომელშიც მან 21 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. მამუკელაშვილის ანგარიშზე კი 13 ქულა, 6 ქულა, 3 დაფარება და თითო ჩაჭრა-პასი იყო. სანდრომ 7-დან
1 ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

3 მოგებითა და 2 მარცხით "სეტონ ჰოლი" 10-გუნდიან Big East-ის კონფერენციაში "მარკეტთან" ერთად 2-3 ადგილებს იყოფს. შემდეგ მატჩს "მეკობრეები" 16 იანვარს, სტუმრად "პროვიდენსთან" გამართავენ.

altმამუკელაშვილის გუნდმა 1 ქულით იმარჯვა და მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა


მომზადებულია gbf.ge-ის მიხედვით.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ცუდი პროცენტით ისვრის ყველა მატჩში, ტყორცნა უნდა გააუმჯობესოს.
dato
13:02 13-01-2019
1

სიახლეები პოპულარული