სანაძე სასტარტოში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 27:24 წუთი გაატარა და ამ მაჩვენებელში თანაგუნდელთაგან მხოლოდ ობი ტროტერს ჩამორჩა. დუდამ 7-დან 5 ორქულიანი, 9-დან 3 სამიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 21 ქულასთან ერთად სანაძემ 3 მოხსნა 2
სანაძე რადომელთა ბომბარდირი გახდა, სარგებლიანობის ინდექსით კი საუკეთესოობა 3 თანაგუნდელთან – იაკუბ პარჟენსკისთან, კარლ ლინდბომთან და ობი ტროტერთან გაიყო. ოთხივეს მაჩვენებელმა 15 ერთეული შეადგინა.
5 მოგებითა და 10 მარცხით “რადომი” 16-გუნდიან ლიგაში მე-13 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, 20 იანვარს, “რადომი” “სლემ სტალ ოსტროვს” უმასპინძლებს.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით