ევროლიგაზე "ბუდუჩნოსტის" მიერ "რეალის" დამარცხება (73:60) as-მა მიმოიხილა და ჟურნალისტმა რიკარდო გონსალესმა ქართველი ცენტრის გოგა ბითაძის ჩინებული თამაში გამოყო.
"19 წლის გოგა ბითაძე, რომლის სიმაღლე 2.12 მეტრია "ბუდუჩნოსტის" საკვანძო მოთამაშე იყო. ის და მისი თანაგუნდელები პარკეტზე დომინირებდნენ. მან ტავარესს გასაქანი არ მისცა. მართლაც შთამბეჭდავი გახლდათ - 13 ქულა, 10 მოხსნა და 3 დაფარება. თავისი ასაკის კვალობაზე საოცრად სწრაფად თამაშობდა, მასზე დიდი მატჩის ატმოსფერო საერთოდ არ მოქმედებდა.
NBA ისევ იფშვნეტს ხელებს და მზადაა ევროპიდან მორიგი ტალანტი გადაიყვანოს. "ბუდუჩნოსტი" გრანდთა რისხვაა -
დაამარცხა "ბასკონია", ცსკა, "ბარსელონა" და ახლა "რეალი".