![](https://sportall.ge/pictures/image31/683161376d6470d38ca445028b1d4995.jpg)
ევროლიგაზე "რეალის" დამარცხების (73:60) შემდეგ კომენტარი "ბუდუჩნოსტის" ქართველმა ლეგიონერმა გოგა ბითაძემ გააკეთა.
"დიდებული მატჩში ჩემპიონები დავამარცხეთ. საოცარი გრძნობაა, როდესაც შინაურ კედლებში ასეთი ქომაგობისას მნიშვნელოვან თამაშს იგებ. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს. 100% გავიღეთ და გავიმარჯვეთ. მოტივაციამ და ყურადღებით თამაშმა მიზნამდე მიგვიყვანა", - დაწერა ბითაძემ ფეისბუქზე.
გოგამ ამ შეხვედრაში 13 ქულა, 10 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა.