მორიგი მარცხი განიცადა ესპანეთის ჩემპიონატზე ბექა ბურჯანაძის "გიპუსკოამ" - ამჯერად მადრიდში "ესტუდიანტესთან" 62:86 განადგურდა.
ბურჯანაძე კი სტაბილურად ასპარეზობს და მინიმუმ 10 ქულას ყველა შეხვედრაში აგდებს. დღეს მან 27:29 წუთში ჩააგდო 10 ქულა (4-დან 1 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი, 6-დან 5 საჯარიმი), 2-ჯერ მოხსნა ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ის თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო.
"გიპუსკოა" 17 ტურის შემდეგ 3 მოგებით უკანასკნელ ადგილზეა და მიუხედავად იმისა, რომ მთელი მეორე წრე წინაა, ასეთი თამაშით ლიგა ენდესადან აუცილებლად გავარდება.