ადრიატიკის ლიგის 16-ე ტურის დასკვნით მატჩში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" მეორე ადგილზე მყოფ "ცედევიტას" უმასპინძლა და 80:78 სძლია.
ბითაძემ 21:58 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა - 10 ქულა (6-დან 2 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულინი, 10-დან 6 საჯარიმო ) და 10 მოხსნა. მან ეს ზედიზედ მეორე მატჩში შესძლო.
ამას გარდა, გოგამ ერთხელ ჩაჭრა ბურთი და 2-ჯერ შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
25 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე საქართველოს ნაკრების ყოფილი ლეგიონერი ჯეიკობ პულენი იყო, რომელიც ამჟამად "ცედევიტას" ღირსებას იცავს.
"ბუდუჩნოსტმა" 11 ქულა დააგროვა, "ცედევიტასთანთან" ერთად მეორე-მესამე ადგილს იყოფს და 29 იანვარს სტუმრად "ოლიმპიას" შეხვდება.
ბევრი წერის გამო არ დაბლოკო თუ ძმა ხარ, ძლივს ავკრიფე:)))
1. ჯერ ერთი იმიტომ, რომ გოგა 19 წლის არის
2. მერე კიდევ იმიტომ, რომ 19 წლისა ცენტრის პოზიციაზე თამაშობს. ცენტრად ძAლიან რთულია ამ ასაკშI, დაახლოებით ისე როგორც რაგბიში ბურჯად თამაში
3. და მესამე: ცენტრისთვის მაგ გუნდში 10 ქულა - მშვენიერი შედეგია. იმიტომ რომ კომბინაციურობის მხრივ ეგ გუნდი კი არა ნაგავია, ჯგრო მწვრთნელის ჩათვლით. ყველა ცალ-ცალკე ცდილობს შეტევას, ამიტომ ცენტრამდე იშვიათად მიდის ბურთი. მითუნეტეს ხელსაყრელ პოზიციაში.
4. და ბოლოს: თამაში მარტო ქულა-მოხსნით არ იზომება. უამრავი სხვა ფაქტორია კიდევ. მაგაში რომ გაერკვიო ჯერ მთელ თამაშს უნდა უყურო, და თან ცოტა უნდა ერკვეოდე ნიუანსებში.