ეროვნული ასოციაციის მორიგ ტურში ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსი" "ვაშინგტონ ვიზარდსთან" 87:101 დამარცხდა.
მთელი მატჩი ვაშინგტონელთა უპირატესობით მიმდინარეობდა დ მათი ლოგიკური გამარჯვებით დასრულდა.
დრამონდის არყოფნაში ფაჩულიამ მატჩი სასტარტოში დაიწყო და 23:41 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ზაზას თანაგუნდელმა ბლეიქ გრიფინმა 29 ქულა ჩააგდო და 9-ჯერ მოხსნა ბურთი.
გამარჯებული გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო 20 ქულით და 12 მოხსნით ტრევორ არიზა იყო.
"დეტროიტ პისტონსი" 20 მოგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა და 29 იანვარს ნიუ-ორლეანში "პელიკანსს" დაუპირისპირდება.