გოგა ბითაძემ ევროლიგაზე 16 ქულა ჩააგდო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 იანვარს, ევროლიგის მე-20 ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" საკუთარ მოედანზე "გრან კანარიას" 75:70 სძლია.

ბითაძემ 28:36 წუთში 16 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 7-დან 6 საჯარიმო), 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება მიითვალა.

მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 27 იყო და მატჩის MVP გახდა.

გოგა ჩაგდებული ქულებით მხოლოდ თანაგუნდელ ნორის კოულს (20) ჩამორჩა.

აღსანიშნავია, რომ ის ახალ გუნდში გადასვლისას ფოლებით იტვირთებოდა, ამ შეხვედრაში კი მხოლოდ 1 პერსონალური მიიღო.

"ბუდუჩნოსტმა" მე-6 გამარჯვება მოიპოვა, "გრან კანარიას" დაეწია (6-6 მოგება აქვთ) და 1
თებერვალს მოსკოვში ცსკა-ს ხვდება.

კოულის და ბითაძის "ბუდუჩნოსტში" გადასვლის შემდეგ ამ გუნდმა პროგრესირება დაიწყო და მისი ევროლიგის პლეი-ოფში გასვლაც კია შესაძლებელი - 10 ტურია დარჩენილი და მერვე ადგილს 3 მოგება აშორებს. არადა, სულ ცოტა ხნის წინ უიმედო აუტსაიდერი იყო.

altNbadraft.net: გოგა ბითაძეს დრაფტზე "ოკლაჰომა" აირჩევს

მკითხველის კომენტარები / 13 /
" ფოლები" რა არი ერთი გამაგებინოს ამ სტატიის ავტორმა.
ბარემ ბასკეტბოლი დავუძახოთ.
ჯფტკცჰკდჯკ
16:25 26-01-2019
0
ყოჩაღ გოგას, ეს ყოველ დღე თამაშს აუმჯობესებს. უკვე რა მაგარია და სულ მალე მართლა ტოპ ვარსკვლავი გვეყოლება. წარმატებები!!
Geo_Dinamo
15:41 26-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული