ვილი ისიანი სხვა ამპლუაში - ქართველმა "ვიკინგს" 11 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა ვილი ისიანმა.

"ჰორაიზონ" კონფერენციაში მოასპარეზე მისმა "დეტროიტ მერსი ტიტანსმა" "კლივლენდ ვიკინგსს" უმასპინძლა და 78:64 რომ დაამარცხა, ამაში ქართველი ფორვარდის წილი მნიშვნელოვანია.

ისიანი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 22 წუთი გაატარა. თუკი აქამდე გამართულ 4 მატჩში ვილის თამაშიდან მხოლოდ სამქულიანები ჰქონდა შესრულებული (31-დან 14), "კლივლენდთან" ის საშუალო მანძილიდანაც უტევდა და სხვა სათამაშო ამპლუაშიც იყო.

მწვრთნელის დავალებით, ისიანი მეტად ორიენტირებული იყო დაცვაზე, ვიდრე აქამდელივით პერიმეტრიდან შეტევაზე.

ვილიმ 3-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 3-დან
1 საჯარიმო ჩააგდო, რამაც 11 ქულა შეადგინა. აქამდე 4 მატჩში ისიანს მთლიანობაში მხოლოდ 3 მოხსნა ჰქონდა მოგროვებული, "კლივლენდთან" შეხვედრაში კი ერთბაშად 6 მოხსნა მიითვალა. 11 ქულასა და 6 მოხსნას ქართველმა ფორვარდმა 4 პასიც მოაყოლა, 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა. ისიანთან ერთად დეტროიტელთაგან 29 ქულით ენტონი დევისი გამოირჩა.

6 მოგებითა და 4 მარცხით "დეტროიტ ტიტანსი" "ჰორაიზონ" კონფერენციაში "ოკლენდთან" მე-3-მე-4 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს ისიანის გუნდი 2 თებერვალს შინ, "იანგსთოუნ პინგუინსთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება,უკეთესია.
სოსო
01 თებერვალი 2019 11:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული