ცუდი ამბავი: თორნიკე შენგელიას გამოჯანმრთელების პროცესი გაიწელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური "ბასკონიას" კაპიტნის ტრავმის მოშუშების ვადა სავარაუდოზე ხანგრძლივი აღმოჩნდა.

როგორც ბასკური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, თორნიკე შენგელიას მორიგმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ქართველ კალათბურთელს ორი-სამი თვით უქმობა ისევ მოუწევს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მკურნალობის პირველმა ნაწილმა წარმატებით ჩაიარა, რომელიც ფიზიოთერაპიის კურსსაც მოიცავდა. შედეგად, "ბასკონიას" სამედიცინო შტაბი და ექიმი მიკელ სანჩესი შეთანხმდნენ, კონსერვატიული მკურნალობა გააგრძელონ.

შეგახსენებთ, შენგელიამ მუხლის ტრავმა გასული წლის 30 დეკემბერს, მადრიდის "რეალის" წევრ ფაკუნდო კამპაცოსთან შეჯახებისას მიიღო. თავდაპირველი ინფორმაციით, მას ერთი თვე უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ დაზიანება
გაცილებით სერიოზული გამოდგა.

altესპანეთის ლიგის მეფედ აღიარებული შენგელია ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს - იმდენჯერ ეუხეშნენ, სანამ საბოლოოდ არ გამოიყვანეს მწყობრიდან

altშენგელიას გარეშე დარჩენილი "ბასკონია" "ფენერბახჩესთან" დამარცხდა

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
არა უშავს,მთავარია სრულად მოირჩინოს ტრავმა.
სოსო
19:31 06-02-2019
0

სიახლეები პოპულარული