7 თებერვალს, ევროლიგის 22-ე ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" საკუთარ მოედანზე 90:98 დამარცხდა მოსკოვის ოლქის "ხიმკისთან".
მატჩი ძალიან დაძაბული იყო, მთელი თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა და მხოლოდ შეხვედრის ბოლოს მოახერხეს სტუმრებმა წინ გაჭრა და გამარჯვების მოპოვება.
ბითაძემ 26:55 წუთში 17 ქულა (6-დან 5 ორქულიანი, 8-დან 7 საჯარიმო), 7 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 25 იყო.
ის თავის გუნდში ნორის კოულის (20) შემდეგ ყველაზე შედეგიანი იყო.
"ბუდუჩნოსტი" 6 მოგებით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა და 22 თებერვალს კაუნასში "ჟალგირისს" შეხვდება.