9 თებერვალს, ლიგა ენდესას მე-20 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" საკუთარ მოედანზე 99:97 სძლია "მანრესას".
მთელი მატჩი თანაბარი თამაში მიდიოდა და მალაგელებმა ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთით გაიმარჯვეს.
შერმადინი ჩინებულად გაისარჯა: 21:13 წუთში 19 ქულა (8-დან 7 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 8-დან 5 საჯარიმო), 5 მოხსნა, 3 პასი მიითვალა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 27 იყო.
მასზე შედეგიანი მხოლოდ მანრესელი რაიან ტოოლსონი იყო - 30 ქულა და 31-იანი სარგებლიანობის კოეფიციენტი.
"უნიკახა" 13 მოგებით მე-4 ადგილზეა და შემდეგ ტურში სტუმრად "ბასკონიას" შეხვდება.