ცინცაძე დაბრუნდა, ბერიშვილი არ გამოჩენილა - ქართველების "ალ შამალი" კონკურენტთან დამარცხდა

AutoSharing Option
4-მატჩიანი უქმობის შემდეგ გიორგი ცინცაძე მოედანს დაუბრუნდა. ყატარის ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდების ცენტრალურ მატჩში ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის "ალ შამალი" კონკურენტ "ალ სადს" ესტუმრა და 78:95 დამარცხდა.

გიორგი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

რაც შეეხება ბერიშვილს, ის გუნდის განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა.

16 ტურის თავზე
სატურნირო ცხრილში საინტერესო ვითარებაა შექმნილი. "ალ სადს", "ალ შამალსა" და "ყატარს" 12-12 გამარჯვება აქვთ და პირველ-მესამე პოზიციებს ინაწილებენ.

altსაქართველოს ნაკრების წევრმა თედ მაკფადენმა "ტენერიფე" დატოვა

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული