ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ატლანტა" დაამარცხა და საპლეიოფო ზონაშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 თებერვალს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში სტუმრად "ატლანტა ჰოუქსი" ანგარიშით 125:122 დაამარცხა.

ფაჩულიამ შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე საბოლოო ჯამში 7:57 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 32 ქულა "დეტროიტის" კალათბურთელმა რეჯი ჯეკსონმა ჩააგდო, ანდრე დრამონმდა კი 26 ქულა და 21 მოხსნა მოაგროვა. ბლეიკ გრიფინის ანგარიშზე 15 ქულაა.

"ატლანტას" მოთამაშე ტრეი იანგმა 30 ქულა და 10 პასი მოაგროვა.

ამ გამარჯვების შემდეგ "დეტროიტს" 27 მოგება
დაუგრვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში საპლეიოფო მერვე ადგილს იკავებს.

ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 24 თებერვალს სტუმრად მაიამისთან ჩვენი დროით 04:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ოკლაჰომა-იუტა 148:147
დალასი-დენვერი 104:114
მემფისი-კლიპერსი 106:112
ნიუ ირკი-მინესოტა 104:115
შარლოტი-ვაშინგტონი 123:110
ინდიანა-ნიუ ორლეანი 126:111
ორლანდო-ჩიკაგო 109:110
ტორონტო-სან ანტონიო 120:117
მკითხველის კომენტარები / 2 /
გამიხარდა. ძალიან არ მინდა რო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ზაზა ფლეიოფშიც ვერ მოხვდეს.
წარმატებები
15:03 23-02-2019
0
მერვეზე ისედაც იყო
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული