"დეტროიტმა" "მაიამისაც" სძლია და მეშვიდეა - ზაზას 4 ქულა და 5 პასი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ის მორიგ ტურში ზაზა ფაჩულიას "პისტოსმა" სტუმრად "მაიამის" 25-ქულიანი სხვაობით სძლია, "დეტროიტმა" 119:96 გაიმარჯვა.

ქართველი ცენტრი სათადარიგო შემადგენლობაში იყო, თუმცა წინა შეხვედრებისგან განსხვავებით პარკეტზე მეტი დრო გაატარა.

მან პარკეტზე გატარებულ 14:35 წუთში 4 ქულა, 1 პასი და 5 მოხსნა მოაგროვა.

ყველაზე შედეგიანი დეტროიტელი იშ სმიტი იყო, რომელმაც ანგარიშზე 22 ქულა, 9 პასი და 2 მოხსნა ჩაიწერა.  ჯოშ რიჩარდსონის ანგარიშზე 22 ქულაა, ბლეიქ გრიფინმა 20 ქულა ჩააგდო. ანდრე დრამონდმა კი ორმაგი დუბლი მიითვალა (13 ქულა, 15 მოხსნა).

"პისტონსს" 28 მოგება და
30 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას სახლში "ინდიანასთან" 26 თებერვალს, ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.

altზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ატლანტა" დაამარცხა და საპლეიოფო ზონაშია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული