NBA-ს სკაუტების თვალწინ - გოგა ბითაძე პარკეტს და ევროლიგას უბრუნდება

AutoSharing Option
ფოტო: euroleague.net

"ბუდუჩნოსტის" ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე მიუნხენის "ბაიერნთან" ევროლიგის 24-ე ტურის მატჩში სათამაშოდ მზადაა.

შეხვედრა დღეს, პირველ მარტს, ჩვენი დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ბითაძემ ტრავმა მოიშუშა და კომენტარი გააკეთა...

"თავს კარგად ვგრძნობ და მატჩისთვის მზად ვარ", - ციტირებს ახალგაზრდა ცენტრს გამოცემა cdm.me.

"ბაიერნი" საკმაოდ კარგი გუნდია, რომელიც კარგ დაცვას თამაშობს და ამ მხრივ საკმაოდ აგრესიულები არიან. ჩვენ გამარჯვება შეგვიძლია, ამაში დარწმუნებული ვარ. ამისთვის შესაბამისი თვისებები გაგვაჩნია. პარკეტზე ამის ჩვენებას შევეცდებით და მოსაგებად ყველაფერს ვიზამთ", - აღნიშნა ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ
ბითაძემ ევროლიგაში საერთო ჯამში 8 მატჩი ჩაატარა და ამ ტურნირზე მისი დებიუტი სწორედ "ბაიერნის" წინააღმდეგ, მიუნხენში შედგა. მაშინ "ბუდუჩნოსტმა" 88:93 წააგო.

აღსანიშნავია ბითაძის ევროლიგური სტატისტიკა - ის საშუალოდ მატჩში 13.1 ქულას აგდებს და 6.6 მოხსნას აკეთებს.

mozzartsport.com-ის ინფორმაციით, პოდგორიცაში ამ მატჩს NBA-ს უამრავი სკაუტი დაესწრება, რათა ბითაძეს მიადევნოს თვალი.

ბითაძე პარკეტზე 10 თებერვლის შემდეგ არ გასულა, როცა ადრიატიკის ლიგის მე-19 ტურში "პარტიზანთან" მატჩში ტრავმა მიიღო და პარკეტი კოჭლობით დატოვა.

აქვე გეტყვით, რომ გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის "ამომავალი ვარსკვლავის" პრემიის მიღების ერთ-ერთი კანდიდატია, სადაც ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

რაც შეეხება "ბუდუჩნოსტს", ის ევროლიგის სატურნირო ცხრილში 6 მოგებითა და 17 მარცხით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები გოგას დღეს და მომავალშიც !!!
აჩი
15:36 01-03-2019
0
როგორ და სად შეიძლება ამ თამაშის ყურება?
იქნებ ლინკიც დადოთ-რა.
vermi
17:12 01-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული