ტრავმის მორჩენის შემდეგ გოგა ბითაძემ პირველად ითამაშა და მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
1 მარტს, ევროლიგის 25-ე ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" საკუთარ მოედანზე "ბაიერნთან" 79:85 დამარცხდა.

ბითაძემ ტრავმის მორჩენის შემდეგ პირველად ითამაშა და 21:55 წუთში 2 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი), 5 მოხსნა 1 დაფარება და 2 გადაცემა მიითვალა.

გოგამ 2-ჯერ დაკარგა ბურთი და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 4 იყო.

mozzartsport.com-ის ინფორმაციით, პოდგორიცაში ამ მატჩს NBA-ს უამრავი სკაუტი დაესწრო.

19 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გოგას თანაგუნდელი ედვინ ჯექსონი გახდა.

"ბუდუჩნოსტი" 6 მოგებით ისევ ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გაატრაკეთ რა ამ ჟურნალისტებმა საქმე რა, აცალეთ ამ ნიჭიერ ბავშვებს რა წინ და წინ რომ აქებთ და ვარსკვლავებად წარმოაჩენთ ჯერ დაიმსახურონ და მერე აქეთ რა?!
giorgi
16:55 02-03-2019
0
მართალი დაწერა ლადომ....., ჟურნალისტები ზედმეტად აჭრაჭუნებთ....))))))) დააცადეთ ჩვენს შვილებს თამაში და მერე თქვენ იცით)))..... აბა ადმინ შენ იცი როგორ არ დაწერ ამ კომენტარს)))) ..... იმედია დაწერ)))
სოსო
02:55 02-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული