ბექა ბურჯანაძის "დელტეკო" "ვალენსიასთან" ბოლო წამებზე დამარცხდა - ქართველის 6 ქულა და 9 მოხსნა

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის "დელტეკო" ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო გუნდია ესპანეთის უმაღლეს ლიგაში. სანსებასტიანელებმა გასული ტურის მატჩი შინაურ კედლებში ბოლო წამებზე - 66:67 წააგეს "ვალენსიასთან", მანამდელ ტურებში კი 3 მატჩი ოვერტაიმში, რამდენიმეც კი ბოლო წუთებზე აქვთ დათმობილი.

"ვალენსიასთან" ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 30:41 წუთში 6 ქულა, 9 მოხსნა (1 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ 3-დან 1 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი აააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

"გიპუზკოა ბასკეტს" მომდევნო შეხვედრა 10
მარტს ელის, როდესაც გიორგი შერმადინის "უნიკახას" გაეჯიბრება.

altშერმადინის "უნიკახა" შენგელიას და ჯენინგის "ბასკონიასთან" დამარცხდა

მომზადებულია GBF.GE-ის მიხედვით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული