დუდა სანაძის 22 ქულა და პირველი გამარჯვება პოლონეთში

AutoSharing Option
დუდა სანაძის წინამძღოლობით “რადომმა” პოლონეთის ჩემნპიონატში “სტარგრადი” დაამარცხა. 5 მოგებითა და 10 მარცხით ეს გუნდები ცხრილში 12-13 ადგილებს იყოფდნენ, მატჩის მასპიძელი კი “სტარგრადი” გახლდათ. ასეთ პრინციპულ მატჩში რადომელებს დუდა სანაძემ ულიდერა, რომელმაც თავის გუნდს დაძაბულ ბრძოლაი – 83:80 გაამარჯვებინა.

სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 31:44 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. დუდამ 4-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 12-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. სანაძე საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო და რადომელებმა რომ მოიგეს, უპირველესად
მისი დამსახურებაა.

ეს გახლდათ სანაძის პირველი გამარჯვება მას შემდეგ, რაც პოლონურ კლუბში გადავიდა. დუდამ “რადომში” აქამდე 6 მატჩ ჩაატარა და როგორც დაძაბულ ფინალში, ისე ოვერტაიმში წაგებული მატჩები იგემა. “სტარგრადთან” კი “რადომმა” სანაძესთან ერთად და მისი ძალისხმევით პირველად გიმარჯვა.

შემდეგ მატჩს “რადომი” 16 მარტს, სტუმრად “ანვილთან” გამართავს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული