ზაზა ფაჩულიამ 11 ქულა ჩააგდო, კავაი ლეონარდმა კი - 33, თუმცა გამარჯვება "დეტროიტს" დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
18 მარტს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ტორონტოს" უმასპინძლა და ანგარიშით 110:107 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი საკმაოდ კარგად გაისარჯა - მან სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო შეხვედრა და 13:14 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ბლოკი გაიფორმა, ხოლო ბურთი ორჯერ დაკარგა.

ზაზა ფაჩულიას 11 ქულა ტორონტოსთან მატჩში
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 33 ქულა ტორონტოელმა კავაი ლეონარდმა ჩააგდო, რასაც 10 მოხსნაც დაუმატა.

ბლეიკ გრიფინმა 25 ქულა მიითვალა, ხოლო ანდრე დრამონდმა 15 ქულა და 17 მოხსნა მოაგროვა.

"დეტროიტს" 36
მოგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მყარად არის მეექვსე ადგილზე.

დეტროიტი - ტორონტო 110:107
ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 19 მარტს, სტუმრად "კლივლენდთან", ჩვენი დროით 03:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ჰიუსტონი-მინესოტა 117:102
ლეიკერსი-ბრუკლინი 119:116
ორლანდო-ატლანტა 101:91
საკრამენტო-ჩიკაგო 129:102

მკითხველის კომენტარები / 1 /
შემდეგი ორი შეხვედრა აუცილებლად უნდა მოიგონ,შედარებით სუსტი გუნდები არიან; მერე მოყვება 6-7 თამაში ძალიან ძლიერ გუნდებთან,რომლებთანაც მოგება გაუჭირდებათ,შეიძლება ყველა შეხვედრა წააგონ.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული