Bleacherreport: დრაფტზე გოგა ბითაძეს 27-ე ნომრად "ბრუკლინი" აირჩევს

AutoSharing Option
გამოცემა Bleacherreport-ი მონტენეგროული "ბუდუჩნოსტის" ცენტრს, გოგა ბითაძეს
დრაფტის 27-ე ნომრად მოიაზრებს.

"სტუდენტური სპორტის ეროვნული ასოციაციის (NCAA) საკალათბურთო ჩემპიონატის დაწყებასთან ერთად იზრდება ყურადღება NBA-ს დრაფტის მიმართ.

ივნისში პირველ ნომრად არჩევის აშკარა ფავორიტი "დიუკის" სიონ უილიამსონი ითვლება, მაგრამ მის გარდა, დრაფტის პირველ ხუთეულში "დიუკის" კიდევ ორი მოთამაშე - არ ჯეი ბარეტი და კემ რედიში მოიაზრება", - წერს გამოცემა.

რაც შეეხება სხვა პოზიციებს, Bleacherreport-ის ინფორმაციით, პირველი რაუნდის 27-ე ნომრად "ბრუკლინ ნეთსი" სწორედ გოგა ბითაძეს აირჩევს.

მომზადებულია bleacherreport.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბრუკლინი ცუდად გვაქვს დაცდილი, არ გინდა გოგა. გაიხსენე შენგელია.
Status quo
20 მარტი 2019 09:21
0
სიონ უილიამსონი არა ჟინვალ:)) ეგეთი მაგარი პირველი პიკი დრაფტზე კაი ხანია არ ყოფილა ლებრონის და დიურანტის მერე და კი უნდა იცოდეთ მაგის სახელი სპორტულმა გვერდმა zion (ზაიონ) wiliamson
პაპაი
19 მარტი 2019 19:06
0
ადრე წერდნენ 11 ე ნომრადო !! ბოლოს ტობოლმა არ აიყვანოს 777 ე ნომრად
კაი რა
19 მარტი 2019 11:31
6
მაშინ მაგრად უბერავდა და მიტო დაწერეს, ახლა ტრეამვის შემდეგ აშკარად მოკლებული აქ, იმედია ისევ მოუმატებს.
ytyt
19 მარტი 2019 14:08
0
ერთი ეს გამაგებინა, რას ნიშნავს 27-ე ნომრად არჩევა და თან ვინ აირჩევს ვინ ადგენს?
Grisha
18 მარტი 2019 21:04
0
ნბა-ს სკაუტები ყოველ წელს არჩევენ პრესპექტიულ მოთამაშეებს, რომლებსაც შემდეგ ირჩევენ გუნდები, ბოლო ადგილზე მყოფ გუნდებს აქვთ უპირატესი უფლება კალათბურთელის აყვანის. ჩვეულებრივ რეიტინგული სია დგება და იქიდან. ამასთან ერტად კლუბებს აქვთ უფლება ესა თუ ის მოთამაშე გაცვალონ ან დაუთმონ სხვა გუნდს. ნბა-ში ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშე სხვა გზით ვერ მოხვდება თავისი წესები აქვს.
semi
19 მარტი 2019 10:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული