17 მარტს, ადრიატიკის ლიგის 22-ე ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" საკუთარ მოედანზე "ციბონა" 91:82 დაამარცხა.
ხორვატიულმა გუნდმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია მეტოქეს და "ბუდუჩნოსტმა" მისი გატეხვა მეოთხე მეოთხედში მოახერხა.
ბითაძე ჩინებულად გაისარჯა: 25:56 წუთში 24 ქულა (9-დან 7 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 8-დან 7 საჯარიმო), 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
ის ყველაზე შედეგიანი იყო და სარგებლიანობის 28-იანი კოეფიციენტით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
"ბუდუჩნოსტმა" რეგულარულ ჩემპიონატზე 16 მოგებით მე-3 ადგილი დაიკავა.