კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი - დუდა სანაძემ "კოჟალინს" 33 ქულა ჩაუგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 მარტს, პოლონეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში დუდა სანაძის "რადომმა" "კოჟალინს" უმასპინძლა და სანაძის ზეშედეგიანი თამაშის წყალობით 91:78 გაიმარჯვა.

ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 33:37 წუთში 33 ქულა დააგროვა. დუდამ 6-დან 4 ორქულიანი, 11-დან 5 სამიანი და 12-დან 10 საჯარიმო ჩააგდო. 33 ქულასთან ერთად ქართველმა მსროლელმა 2 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. სანაძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 27-ს მიაღწია და ის ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

"რადომმა" 23 ტურის შემდეგ 7 მოგება მოაგროვა და 16-გუნდიან ლიგაში მე-13
ადგილზეა. შემდეგ მატჩს სანაძის გუნდი 23 მარტს, სტუმრად "ლეგიასთან" გამართავს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული