დუდა სანაძის 18 ქულა "რადომს" გასამარჯვებლად არ ეყო

AutoSharing Option
დუდა სანაძე პოლონეთის უმაღლეს ლიგაში წარმატებულ თამაშს აგრძელებს. თუმცა ამჯერად მისი გუნდი მარცხს ვერ გადაურჩა. შეგახსენებთ, რომ წინა ტურში სანაძის 33 ქულის წყაობით “რადომმა” “კოჟალინი” დაამარცხა, გასულ ტურში კი რადომელები სტუმრად “ლეგიას” შეხვდნენ და 72:94 წააგეს.

დუდამ ამჯერად 29 წუთი ითამაშა და 18 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. სანაძემ 8-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

“რადომს” 7 მოგება და 17 მარცხი
მოუგროვდა და მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 31 მარტს, სტუმრად, აუტსაიდერ “კროსნოსთან” ჩაატარებენ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული