სტივ კერი ფაჩულიაზე: ღიმილიანი, შრომისმოყვარე, თავმდაბალი - ზაზას ჰქონდა ყველაფერი... [PHOTO]

AutoSharing Option
25 მარტს "დეტროიტ პისტონსისა" და "გოლდენ სტეიტის" მატჩის დაწყებამდე ზაზა ფაჩულიას პატივსაცემად "ორექლ არენაზე" სპეციალური ცერემონია გაიმართა. ზაზას ყოფილმა თანაგუნდელმა კლეი ტომპსონმა ქართველ ცენტრს 2017-2018 წლების NBA-ს საჩემპიონო ბეჭედი გადასცა. "უორიორსის" გულშემატკივრებმა ზაზა ხანგრძლივი ოვაციით დააჯილდოეს, "ორექლ არენის" დიდ ეკრანებზე კი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნისადმი მიძღვნილი სპეციალური ვიდეო აჩვენეს.

გამოცემა San Francisco Chronicle-მა ზაზას ძალიან თბილი და ემოციური მასალა მიუძღვნა, რომელშიც "გოლდენ სტეიტში" თამაშის პერიოდში ქართველი ცენტრის მიერ დატოვებულ კვალზე ისაუბრა.

გასული წლის ზაფხულში, როდესაც ზაზა ფაჩულია "დეტროიტში" გადავიდა, "გოლდენ
სტეიტის" ფანებს შორის ამას დიდი გაღიზიანება არ გამოუწვევია.

ფაჩულიას 2018 წლის პლეი-ოფებში ძალიან მცირე სათამაშო დრო მიეცა, მაგრამ ჰკითხეთ "უორიორსის" ნებისმიერ კალათბურთელს და ისინი გეტყვიან, რომ ამ სეზონში ფაჩულია გუნდს ძალიან დააკლდა.

"გოლდენ სტეტში" გატარებული ორი სეზონის მანძილზე ფაჩულია ახალგაზრდა თანაგუნდელებისთვის პატივსაცემი მასწავლებელი იყო. ვარჯიშის შემდეგ ის დარბაზში რჩებოდა და თანაგუნდელებს პოზიციონირებას ასწავლიდა, გასახდელში კი მისი იუმორის გრძნობა ყველას მიერ იყო აღიარებული.

"პირველ რიგში, ზაზა ძალიან უყვარდათ გასახდელში - ყველა მოთამაშესა და ყველა მწვრთნელს. ის ჩვენი ერთობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ფიზიკური მონაცემებისა და სიმაღლის გამო ის საკვანძო მოთამაშე იყო, მაგრამ ამავე დროს, ზაზას სხვა როლიც ჰქონდა - ის ლიდერი იყო. ღიმილიანი, შრომისმოყვარე, თავმდაბალი - ზაზას ჰქონდა ყველაფერი, რისი ხილვაც კი შეიძლება კალათბურთელში გინდოდეს", - განაცხადა "უორიორსის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა.

კლეი ტომპსონი, რომელმაც "გოლდენ სტეიტთან" მატჩის წინ ფაჩულიას 2018 წლის საჩემპიონო ბეჭედი გადასცა, ქართველ ცენტრს დღემდე NBA-ში ერთ-ერთ საუკეთესო მეგობრად თვლის.

"როდესაც ადამიანი პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს გწერს შეტყობინებას, ეს იმაზე მეტყველებს, თუ როგორი ურთიერთობა გვაქვს ჩვენ დღემდე. ცხოვრება კალათბურთზე გაცილებით მეტია. ეს მეგობრობა და ურთიერთობები ცხოვრების ბოლომდე გამყვება თან", - განაცხადა ფაჩულიამ.

Sportall.Ge

Sportall.Ge

მომზადებულია sfchronicle.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
საამაყო კაცი ხარ!
ზაზას
22:39 26-03-2019
0
შემოგევლე ზაზა! ამერიკელები იციან გარჯის დაფასება ჩვენგან განსხვავებით.
emigranti
03:13 27-03-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული