7 აპრილს, ადრიატიკის ლიგის მესამე, გადამწყვეტ ნახევარფინალურ მატჩში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" ზაგრებში "ცედევიტა" 78:73 დაამარცხა.
სერიაში ანგარიში 1:1 იყო, მესამე შეხვედრაში პოდგორიცულმა გუნდმა გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.
პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 11 ქულით მოიგეს, მაგრამ შემდეგ სტუმრებმა თანდათან მოახერხეს ანგარიშის შემცირება, წინ გაჭრა და საბოლოოდ მიზანსაც მიაღწიეს.
ბითაძემ 21:30 წუთში 13 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 10-დან 4 საჯარიმო), 7 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
ფინალში "ბუდუჩნოსტი" "ცრვენა ზვეზდას" შეხვდება - სერია 3 მოგებამდეა, პირველი მატჩი 12 აპრილს ბელგრადში გაიმართება.