"ბასკონიამ" მორიგი გამარჯვება გაიფორმა - თორნიკე შენგელიას 5 წუთი და უქულო მატჩი

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება გაიფორმა. ვიტორიელები "მურსიას" ესტუმრნენ და 86:75 გაიმარჯვეს.

ქართველი ლეგიონერი მოედანზე მხოლოდ 05:31 წუთი გამოჩნდა და ორქულიანი ააცილა, აქტივში კი 1 მოხსნა ჰქონდა.
ბასკონიელთა რიგებში საუკეთესოები გერმანელი იოჰანეს ვოიგტმანი (22 ქულა), ამერიკელი დარუნ ჰილარდი (18) და დანიელი შევონ შილდსი (16) იყვნენ.

"ბასკონიამ" 19 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და "ბარსელონასა" და "რეალის" შემდეგ ცხრილში მესამე ადგილზეა. ვიტორიელები 13 აპრილს "ანდორას" უმასპინძლებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული