დუდა სანაძემ პოლონეთის ჩემპიონატში 20 ქულა ჩააგდო, თუმცა მისი "რადომი" დამარცხდა

AutoSharing Option
დუდა სანაძე პოლონეთის ჩემპიონატში შედეგიან თამაშს აგრძელებს. 26-ე ტურის შეხვედრაში "რადომის" ქართველმა მსროლელმა "დაბროვა გორნიცასთან" მატჩში 20 ქულა მოაგროვა, თუმცა მისი გუნდი დამარცხებისგან ვერ იხსნა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით - 76:65 დასრულდა.

ქართველი ლეგიონერი თავის გუნდში ბომბარდირი გახდა. დუდამ 11-დან 6 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 10-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 20 ქულასთან ერთად მან 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასიც მოაგროვა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 26 შეადგინა და ამ მხრივ ის თანაგუნდელთაგან მხოლოდ ჯარვის უილიამსს ჩამორჩა, რომელმაც 16 ქულა და 11
მოხსნა მიითვალა.

8 მოგებითა და 18 მარცხით "რადომი" 16-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი 14 აპრილს, შინ "ზელენა გორასთან" გამართავს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული