13 აპრილს, ადრიატიკის ლიგის ფინალური სერიის პირველ მატჩში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" ბელგრადში "ცრვენა ზვეზდასთან" 72:91 დამარცხდა.
სტუმრებმა მეტოქეს მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს წინააღმდეგობა, შესვენების შემდეგ კი მასპინძლებმა დაჯაბნეს. ბითაძე მესამე მეოთხედში პერსონალურებით დაიტვირთა, მწვრთნელი იძულებული იყო დაესვენებინა და სწორედ იმ მომენტში მოახერხა სერბულმა გუნდმა გაქცევა.
ბითაძემ 6 ქულა (3-დან 2 სამქულიანი), 6 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა.
14 აპრილს ეს გუნდები ერთმანეთს ისევ ბელგრადში შეხვდებიან. შეგახსენებთ, ფინალური სერია 3 მოგებამდეა.