გოგა ბითაძემ "ცრვენა ზვეზდას" 9 ქულა ჩაუგდო - "ბუდუჩნოსტი" განადგურდა

AutoSharing Option
14 აპრილს, ადრიატიკის ლიგის ფინალური სერიის მეორე მატჩში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" ბელგრადში" "ცრვენა ზვეზდასთან" ანგარიშით 65:103 განადგურდა.

მასპინძლები მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდნენ და ადვილად გაიმარჯვეს. საერთოდაც, "ცრვენა ზვეზდა" "ბუდუჩნოსტზე" გაცილებით უკეთესი გუნდია.

ქართველმა ცენტრმა 18:28 წუთში 9 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 9-დან 7 საჯარიმო) და 5 მოხსნა მიითვალა. მან შეხვედრის დასრულებამდე 3:28 წუთით ადრე მიიღო მე-5 პერსონალური და მოედანი დროზე ადრე დატოვა.

ამრიგად, არმიული გუნდი 2:0 დაწინაურდა და შემდეგი მატჩი პოდგორიცაში 17 აპრილს გაიმართება. სერია 3 მოგებამდეა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თუ კი ზურაბ საკანდელიძის სისწრაფეს მიუახლოვდა და ოთარ ქორქიას მოზომილობას -თამაშისას ,ქართული კალათბურთის სიამაყე გვეყოლება."წითელ ვარსკვლავთანაც" თამაშისას,თავის გუნდს ,მოგების ჰანდიკაფი, პირველ წამებიდანვე მისცა აგდებული ბურთის მოგებით და ზედიზედ ორი სამიანის ჩაგდებით. 6-0 შესაშური დასაწყისია.მესამე სამიანის შანსიც რომ მიეცათ , ჩადებდა ... მაგრამ თვით მწვრთნელი გუნდიანად ვერ არიან სათანადოდ,ამ ლიგის დონეზეც კი უძლიერესნი და რას გახდები... Bითაძეს კი თავდადებითი გარჯა ესაჭიროება ,შემდგომი სტაბილურობით თამაშში,უშიშრად ... და უალტერნატივოდ ენბეაში გადასვლით ამა წლისა ჯულაი ში,თუ კი აიყვანეს .ალბათობა კი დრაფტზე დადებითია. Lიგაში მოხვედრისას კი ფიფთი-ფიფთი, როგორ გაუმართლებს გუნდით ,ქოაჩის სტრატეჯი- ტაქტიკის ხედვით... , აქედან კი შედეგის მიხედვით....თამაშის დროით,მისადმი ნდობით მოთამაშეებისა გუნდიდან,მცირედად იღბლითაც... Aმგვარია ფესვი არსისა... ამ "გაურკვეველ" სტუმრობისას ამა ქვეყნად ,ყველა ,ნიჭიერი და თავ თავიანთ საქმეში წინსვლის სურველის მქონე და მონდომებული ადამიანისათვის...
Qartveli.Chicago.
16 აპრილი 2019 15:05
0
ე.ი. ძლიერ მოწინააღმდეგესთან არაფერი გამოსდის??!!
aburjga
15 აპრილი 2019 00:33
12
გივია-ს ვპასუხობ. არა არ მიყურებია. აი ეს წავიკითხე - 18:28 წუთში 9 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 9-დან 7 საჯარიმო) და 5 მოხსნა მიითვალა. ვუყურე მილუოოკის და დეტროიტის თამაშს იქ 23 წუთში იანნის ადეტოკუნბომ 24 ქულა ჩააგდო, 17 მოხსნა და 4 პასი გააკეთა! არა და ანდრე დრამონდი იცავდა თავის ფარს! ))) ადეტოკუნბოს არც კი გაუგია დრამონდი იყო მოედანზე თუ არა. საქმეც ის არის ძლიერთან იბრძოლო და გაიმარჯვო, აბა პოლონეთის ლეგიასთან გამარჯვება რა საამაყოა?! ))) მე ვამბობ გოგა კარგი კალათბურთელია, მაგრამ ბლეიკ გრიფინობამდე, იანნისამდე ჯერ ბევრი უკლია. ამიტომ ერთი წელი კიდევ უნდა ითამაშოს ევროპაში, გამაგრდეს, გამოცდილება შეიძინოს! მოკლედ მამაჩემი მეუბნებოდა იქ კი არ უნდა წახვიდე სტუმრად სადაც შენ გინდა, არამედ იქ სადაც შენი მისვლა გაეხარდებათო!
aburjga
15 აპრილი 2019 14:40
1
უყურე თამაშს? ცენტრი კალათბურთში ისეთი პოზიციაა თუ მთელი გუნდი ვერ თამაშობს სულ რომ ქარიმ აბდულ ჯაბარი იდგეს ცენტრზე მაინც ვერაფერს გააწყობს, მითუმეტეს თანამედროვე კალათბურთში რომელიც პერიმეტრიდან სროლებზე და სამქულიანებზეა აწყობილი განსაკუთრებით ევროპაში.
გივია
15 აპრილი 2019 10:06
2
ერთი რამე გავიწყდებათ ჭკუისკოლოფებო გოგა მხოლოდ 19 წლისაა ჯერ ფიზიკა აკლია. კალათბურთის ისტორიაში იქნებ შემახსენოთ რომელიმე კალათბურთელი რომელიც ამ ასაკში მარტო იგებდა თამაშებს.რომელიმე გუნდს ასეთი ჩავარდნა ქონოდეს პერიმეტრიდან სროლაში საერთოდ არ მინახია ვერცერთმა სამიანი ვერ ჩააგდო.მხოლოდ გოგამ ორჯერ პირველ თამაშში.ეტყობა მწვრთნელს მომზადებაში რაღაცა შეეშალა.რაც შეეხება ნბს-წასვლას ტყუილად არავინ არ წაიყვანენ თუ პოტენციალს არ დაინახავენ და არა მგონია იქ გადასვლით რამე გაფუჭდეს.
რომა ძალიან არასწორი აზრი გაქვს
16 აპრილი 2019 10:48
0
მთლიანად გუნდს თუ არაფელი გამოსდის მარტო გოგა ჩაუყრის 50 ქულას ვერ გავიგე. იყოს აბა კარგ გუნდში რამდენს ჩაყრიდა.
გოგა
15 აპრილი 2019 13:12
1
გუნდს ლიდერმა უნდა ულიდეროს და თუ არ გამოსდის გამოიყვანოს!
aburjga
15 აპრილი 2019 14:42
0
მე გოგას გულშემატკივარი ვარ. მინდა დიდ წარმატებებს მიაღწიოს, მაგრამ ნბა-ში თუ გადავა სათადარიგოთა სკამზე ამოხდიან სულს! ღმერთმა ქნას და მე ვცდებოდე...
aburjga
15 აპრილი 2019 10:02
2
მთლად ისე არ არის საქმე გოგასთან მიმართებაში,როგორც ბევრს წარმოუდგენია,მე ამ საქმესთან დაკავშიორებით ჩემი აზრი მაქვს და არც ისეთი სანუგეშო,როგორც სხვებს წარმოუდგენიათ,ღმერთმა ქნას ვცდებოდე,მე ვფიქრობ გოგამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები,სამწუხაროდ ის იქნება ევროპის, საშუალო დონის კალათბურთელი,დღევანდელი რეალობა,სამწუხაროდ ასეთია.
roma
15 აპრილი 2019 14:23
7
19 წლის კალათბურთელზე რომ დაწერ შესაძლებლობები ამოწურაო, ან ტროლი ხარ ან შტერი.
Irakliy
15 აპრილი 2019 17:09
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული