18 აპრილს, ევროლიგის პლეი-ოფის მეოთხედფინალის სერიის მეორე მატჩში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" მოსკოვში ცსკა 78:68 დაამარცხა.
მოსკოვში დიდი ანგარიშით (68:94) წაგებული პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, ბასკური გუნდი პარკეტზე მობილიზებული გავიდა, თავიდანვე დაწინაურდა, პირველი ტაიმი 5 ქულით მოიგო, საბოლოოდ კი 10-ქულიანი სხვაობით იმარჯვა.
შენგელიამ 22:37 წუთში 7 ქულა (6-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 3-დან 0 საჯარიმო), 5 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის, მეტ ჯენინგის ანგარიშზე 9:23 წუთში 3 ქულა და 2 მოხსნაა.
სერიაში, რომელიც 3 მოგებამდეა, ანგარიში გათანაბრდა და შემდეგი მატჩები ვიტორიაში 24 და 26 აპრილს გაიმართება. თუ გამარჯვებული შემდეგ ორ შეხვედრაში ვერ გაირკვა, გადამწყვეტი მატჩი მოსკოვში ჩატარდება.