თორნიკე შენგელია: ცსკა-ს საკუთარ კედლებში ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ

AutoSharing Option
"ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ცსკა-სთან მოგებული მატჩის შემდეგ რადიო "ვიტორიასთან" კომენტარი გააკეთა.

"მოსკოვში 14 წლის შემდეგ გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ უნდა ვისიამოვნოთ ამ მომენტით, თუმცა არ დაგვავიწყდეს იმის გაანალიზება, თუ რა გავაკეთეთ სწორად და რა არა. მინდა ყველას მივულოცო, რადგან ფანტასტიკური სამუშაო გავწიეთ. ვიმედოვნებ, "ბუესა არენა" სავსე იქნება და ის ცსკა-სთვის ჯოჯოხეთი აღმოჩნდება.

მათ იციან, რომ ჩვენ რიგითი კლუბი არ ვართ. მათ იციან, რომ პლეი-ოფში თავს არ დავზოგავთ და საკმაოდ თავდაჯერებულებიც ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ბედნიერები გახლავართ, მაგრამ
ეს მხოლოდ ერთი თამაში იყო და წინ კიდევ დიდი სამუშაო გვაქვს" - აღნიშნა ქართველმა კალათბურთელმა.

შეგახსენებთ, "ბასკონია"-ცსკა-ს დაპირისპირების პირველი მატჩი მოსკოველებმა 94:68 მოიგეს, მეორე კი ბასკებმა - 78:68. ორივე შეხვედრა მოსკოვში გაიმართა, შემდეგ ორს კი ვიტორია უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თოკო ნამდვილი მეფე გახდება ევროპაში, თუ არ არის უკვე!!!
0
თოკო,მკვეთრ გამონათქვამებს ერიდე.
status quo
14:09 20-04-2019
0

სიახლეები პოპულარული