19 აპრილს, ადრიატიკის ლიგის პლეი-ოფის სერიის მეოთხედფინალის მეოთხე მატჩში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" საკუთარ მოედანზე "ცრვენა ზვეზდა" 84:80 დაამარცხა.
ამრიგად ანგარიში სერიაში 2:2 გახდა და გადამწწყვეტი შეხვედრა ბელგრადში 22 აპრილს გაიმართება.
ბითაძემ 17:07 წუთში 2 ქულა (2-დან 1 ორქულიანი), 3 მოხსნა და 1 დაფარება მითვალა და 5 პერსონალური მიიღო. მან სერიის 4 მატჩში 21 ქულა ჩააგდო და 18-ჯერ მოხსნა ბურთი.
"ბუდუჩნოსტის" გამარჯვებაში ლომის წილი ნორის კოულმა (31 ქულა) და ედვინ ჯექსონმა (23 ქულა) დაიდეს.
- გოგა ბითაძემ 2 ქულა ჩააგდო [VIDEO] " style="height: 50px; width: 50px;" />გოგა ბითაძემ "ცრვენა ზვეზდას" 4 ქულა ჩაუგდო - "ბუდუჩნოსტმა" მაინც გაიმარჯვა
გოგა ბითაძემ "ცრვენა ზვეზდას" 9 ქულა ჩაუგდო - "ბუდუჩნოსტი" განადგურდა
გოგა ბითაძემ "ცრვენა ზვეზდას" 2 სამქულიანი ჩაუგდო - "ბუდუჩნოსტმა" წააგო [VIDEO]