NBA: ზაზა ფაჩულიასთვის პლეი-ოფი დასრულდა, "მილუოკი" იანისის რეკორდით წინ მიიწევს [VIDEO]

AutoSharing Option
23 აპრილს NBA-ს პლეი-ოფის მორიგი მატჩები გაიმართა.

ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "მილუოკის" უმასპინძლა და ანგარიშით 104:127 დამარცხდა. ამ გამარჯვებით "მილუოკიმ" "პისტონსს" სერიაში მშრალი ანგარიშით 4:0 სძლია.

სამწუხაროდ, ქართველ ცენტრს არ უთამაშია. საერთო ჯამში, ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონის პლეი-ოფის 4 მატჩიდან მხოლოდ ორში ითამაშა და მხოლოდ ერთ შეხვედრაში მოახერხა ქულების (5 ქულა, 9 მოხსნა) აღება.

"მილუოკის" ბერძენმა იანის ანტეტკოუმპომ 41 ქულით ულიდერა. ამით იანისმა პლეი-ოფში თავისი ქულების რეკორდი გააუმჯობესა. აქამდე ეს მაჩვენებელი 35 ქულა იყო.

ბლეიკ გრიფინმა კი, რომელიც "დეტროიტს" წინა შეხვედრებში
ვერ ეხმარებოდა, 22 ქულა ჩააგდო.

"მილუოკი" "ბოსტონის" შემდეგ მეორე გუნდი გახდა, რომელმაც მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, სადაც სწორედ "ბოსტონ სელტიქსს" შეხვდება.

დეტროიტი - მილუოკი 104:127

აღსანიშნავია, რომ "მილუოკიმ" 2001 წლიდან პირველად შეძლო NBA-ს პლეი-ოფის მეორე რაუნდში (მეოთხედფინალი) გასვლა. 2000/01 წლების სეზონში "მილუოკი" ფინალში გავიდა და 7 შეხვედრაში "ფილადელფიასთან" დამარცხდა.

2001 წლის შემდეგ "ბაქსი" 8-ჯერ გადიოდა პლეი-ოფში, მაგრამ პირველი რაუნდის დაძლევას ვერ ახერხებდა.

"ჰიუსტონ როკეტსი" სტუმრად "იუტასთან" 91:107 დამარცხდა. "ჯაზმა" ამ გამარჯვებით სერიაში სხვაობა ორამდე შეამცირა და ამჟამად 1:3-ს აგებს.

"იუტას" 31 ქულით დონოვან მიტჩელმა ულიდერა.

"ჰიუსტონიდან" ჯეიმს ჰარდენმა 30 ქულა ჩააგდო, კრის პოლმა კი - 23.

იუტა - ჰიუსტონი 107:91
მკითხველის კომენტარები / 1 /
დამსახურებული პენსია
დროა
11:19 23-04-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული